დამოუკიდებლობის დღე

რაც გვეამაყება და გვაერთიანებს – 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იუსტიციის სამინისტროს გუნდმა საზეიმო ღონისძიებებით ფოთში აღნიშნა.

17:10 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა ანსამბლმა „დიდგორმა“.

ფოთის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებული სამხედრო ჯავშანტექნიკა.

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 18 ქალაქში გაიმართა.