FIG და ECA სამუშაო შეხვედრები

ამზომველთა საერთაშორისო ასოციაციის (FIG) გენერალურ ასამბლეაზე და ევროპისა და ცენტრალური აზიის (ECA) რეგიონულ სამუშაო შეხვედრაზე საჯარო რეესტრმა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საუკეთესო პრაქტიკა გააზიარა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია, როგორც ამზომველთა საერთაშორისო ასოციაციის (FIG) წევრი, მიიწვიეს განაში გამართულ 47-ე გენერალურ ასამბლეაზე.

გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის "მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის" პროექტის წარმომადგენლებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმისა და ინოვაციური მიდგომების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს. სააგენტოს წარმომდგენლებმა დამსწრეთ ელექტრონული ოქმის აპლიკაციისა და გონიერი კონტრაქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ისევე, როგორც აკრაში, მსოფლიო ბანკის პროექტის წარმომადგენლებმა ქალაქ ვაშინგტონშიც, ევროპისა და ცენტრალური აზიის (ECA) რეგიონულ სამუშაო შეხვედრაზე მიიღეს მონაწილეობა, სადაც ციფრული ტრანსფორმაციის თემაზე პრეზენტაცია წარადგინა პროექტის კოორდინატორმა ელენე გრიგოლიამ. შეხვედრის დამსწრეებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ძირითადი გამოწვევებისა და ინოვაციური მეთოდების შესახებ ისაუბრეს. პანელურ დისკუსიაში გამოიყო საკითხები ადამიანური რესურსის, ტექნოლოგიური მიღწევების, საკანონმდებლო ცვლილებებისა და პროცედურული განვითარების შესახებ.

ქალაქ ვაშინგტონში და ქალაქ აკრაში ამზომველთა საერთაშორისო ასოციაციის დაგეგმილ ღონისძიებაზე საჯარო რეესტრს საგამოფენო სივრცე დაეთმო.

ამზომველთა საერთაშორისო ასოციაციის (FIG) ორგანიზებული საერთაშორისო ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა 90-ზე მეტი ქვეყნის 1500-ამდე წარმომადგენელმა მიიღო, მიზნად ისახავს პროფესიული პრაქტიკისა და სტანდარტების პოპულარიზაციას. ორგანიზაციის წევრობით სააგენტო მიღებული გამოცდილებით კიდევ უფრო მეტად ავითარებს მომსახურების სფეროს.

დელეგაციის წევრები დაესწრნენ, ასევე, სესიებსა და სამუშაო შეხვედრებს, რომლის ფარგლებში განიხილეს საამზომველო საქმიანობა, მიწის ადმინისტრირების სიახლეები, თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები.

ვიზიტისას შეხვედრა გაიმართა საუდის არაბეთის გეოდეზიის ორგანოსთან, რომელთაც საქართველოს დელეგაციამ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარა. გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი.