სააგენტო Viva Technology 2024-ზე

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო გამოფენაზე “Viva Technology 2024”

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ქალაქ პარიზში მიმდინარე სტარტაპებისა და ტექნოლოგიების უმსხვილეს გამოფენაში „VivaTech 2024“ მიიღეს მონაწილეობა და სააგენტოში მიმდინარე ტექნოლოგიური მიღწევები წარადგინეს.

ღონისძიების ფარგლებში სააგენტოს დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა, მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას, საუკეთესო ტექნოლოგიურ გადაწყვეტებსა და პროექტებს გაცნობოდა. შეხვედრები შედგა სხვადასხვა ინოვაციური ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანიებთან, სადაც სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს.

დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს ინფორმაცია მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის, ელექტრონული ოქმის აპლიკაციის, გონიერი კონტრაქტის მიმდინარე პროექტის, ბიზნეს სუბიექტების რეგისტრაციის პრაქტიკისა და სააგენტოს ტექნოლოგიური პროდუქტების შესახებ.

ევროპის უმსხვილესი გამოფენა “Viva Technology” საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ყოველწლიურად იმართება და ის მსოფლიოს 165 000-ზე მეტ მონაწილეს მასპინძლობს. გამოფენა ინოვაციების აქსელერატორის ფუნქციას ასრულებს და აკავშირებს იმ სტარტაპებს, ტექნიკურ ლიდერებს, მსხვილ კორპორაციებსა და ინვესტორებს, რომლებიც პასუხობენ დღევანდელი მსოფლიოს გამოწვევებს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილნი იყვნენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა Microsoft, Amazon, Meta, Audi და სხვა, მსოფლიოს ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები.