LANDNET-ის შეხვედრა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის LANDNET-ის მე-15 საერთაშორისო შეხვედრაზე

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დელეგაციამ ნიდერლანდებში, ქალაქ მიდდელბურგში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) LANDNET-ის მე-15 საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრის მიზანი იყო ევროპაში მიწის კონსოლიდაციის 100 წლიანი გამოცდილების აღნიშვნა და მიწის კონსოლიდაციის, მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების, კლიმატის ცვლილების, მიწების გაუდაბნოების, ბიომრავალფეროვნების განადგურების გადასაჭრელი შესაძლებლობის განხილვა. შეხვედრაზე წარმომადგენლებმა მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს.

საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობის, მიწის კონსოლიდაციასთან დაკავშირებული საკითხების და საჯარო რეესტრის ინიცირებული FAO-ს მიერ მომზადებული - საქართველოში მიწის კონსოლიდაციის მიზანშეწონილობის ანგარიშის შესახებ, საჯარო რეესტრის მხრიდან მოხსენებით წარსდგა, მსოფლიო ბანკის „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის“ პროექტის (GRAIL), “მიწის ადმინისტრირების მომსახურების გაუმჯობესების და ციფრული მმართველობის ინფრასტრუქტურის შექმნის” კომპონენტის მენეჯერი ელენე გრიგოლია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგნელებთან ერთად.

LANDNET ევროპის მიწის მართვის პროფესიონალთა ტექნიკური ქსელია, რომლის მიზანი მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა. შეხვედრაზე 100-ზე მეტი სახელმწიფო, აკადემიური, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობდა.